თბილისში გაზგასამართ სადგურზე დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ექსპერტ-კრიმინალისტი გარდაიცვალა

06 ივნისი 2020, 12:41 1864 ნახვა

თბილისში გაზგასამართ სადგურზე დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ექსპერტ-კრიმინალისტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის საექსპერტო სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს და ახლობლებს.

ექსპერტ - კრიმინალისტი თბილისში, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურში, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერებას ახორციელებდა, რა დროსაც, პირველადი ინფორმაციით, მას დენმა დაარტყა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო“, - ნათქვამია ინფორმაციაში. დაშავებული ექსპერტ-კრიმინალისტი რამდენიმე დღე საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი