8 ივნისიდან სასტუმროები და რესტორნები იხსნება

05 ივნისი 2020, 21:24 2046 ნახვა

ორშაბათიდან,  სრული მომსახურეობით რესტორნები და სასტუმროები გაიხსნება. რესტორნები შეძლებენ სტუმრები დახურულ სივრცეშიც მიიღონ, ხოლო გახსნას ის სასტუმროები შეძლებენ, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამასახურების შემოწმება და ამის ნებართვა. აჭარაში ამ ეტაპზე  რეგისტრაცია 70 - მდე ობიექტს აქვს გავლილი. მათი მონიტორინგი კი ეტაპობრივად მიმდინარეობს. ობიექტები, რომლებიც „მთავარის“ ჯგუფმა გადაიღო, ყველა რეკომენდაციას ითვალისწინებენ. ჯავშნები ჯერ არ აქვთ, თუმცა აქვტ პოზიტიური მოლოდინი და სტუმრებს ელოდებიან.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი