მაისში წლიური ინფლაციის დონემ 6.5% შეადგინა

05 ივნისი 2020, 21:20 1852 ნახვა

საქართველოში, მაისში, აპრილთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.2% იყო. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ყოველთვიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ ჯგუფებზე: სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (+4.3%), საზოგადოებრივი კვება (+4.4%) და ჯანმრთელობის დაცვა (+1.3%). საქსტატის ცნობითვე, ფასები შემცირდა ტრანსპორტსა და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე. რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, მაისი თვის მონაცემებით, იგი 6.5%-ია. ამ შემთხვევაში გავლენა, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასების 14.7%-ით გაზრდამ იქონია.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი