პარლამენტში რეგლამენტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ

05 ივნისი 2020, 21:04 1836 ნახვა

იმ წინადადების მიხედვით, რომლითაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეული დეპუტატები საერთო ფრაქციას ვეღარ შექმნიან. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებებით ოპოზიციის უფლებრივი მდგომარეობა უარესდება. ცვლილებებით, ფრაქციის ფორმირება დამოუკიდებელ მაჟორიტარებსა და პარლამენტის დამოუკიდებელ წევრებსაც ეკრძალებათ.

ვიცე-სპიკერების რაოდენობა შემცირდება 9-დან 3-მდე. პოლიტიკური დებატების დროს უმრავლესობის ფრაქციას გამოსვლის დრო ეზრდება, პატარა ფრაქციებსა და დამოუკიდებელ დეპუტატებს კი უმცირდებათ. რეგლამენტის ცვლილების მიხედვით, საპროკურორო საბჭოს წევრს ოპოზიცია მისი კვოტის შესავსებად, უმრავლესობის მხარდაჭერის გარეშე ვეღარ დაამტკიცებს. სამოქალაქო სექტორი ფიქრობს, რომ საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტი უფრო ღრმა ცვლილებებს საჭიროებს და შესაბამისად, ისინი პარლამენტს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავენ.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი