ონლაინ შეხვედრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან

05 ივნისი 2020, 10:36 1154 ნახვა

ონლაინ შეხვედრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა მწვავედ დასვა კორონავირუსის პანდემიის დროს რუსეთის მხრიდან გახშირებული პროვოკაციების თემა.

მან შეშფოთება გამოთქვა საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესის გააქტიურების გამო და აღნიშნა, რომ მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვა გრძელდება ორივე ოკუპირებული რეგიონის მიმართულებით.

შეხვედრაზე  აქცენტი გაკეთდა კორონავირუსის პანდემიის ფონზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე. მხარეები შეთანხმდნენ, რეგულარულ ფორმატში განაგრძონ კონსულტაციებისა და ონლაინ შეხვედრების ჩატარება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი