საქართველოსა და პოლონეთს შორის უსაფრთხო დერეფნის ფარგლებში პირდაპირი ავიამიმოსვლისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის აღდგენის შესაძლებლობები განიხილა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პოლონეთის ელჩთან საქართველოში.
ნათია თურნავამ იმედი გამოთქვა, რომ პოლონეთი იქნება იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც საქართველო შეძლებს მოგზაურთა მიღებას და მათთვის უსაფრთხო ტურისტული სერვისების შეთავაზებას.