რიგები ხელვაჩაურის უფასო სასადილოსთან. ბენეფიციარები ამბობენ, რომ სოციალურ დისტანციას ვერ იცავენ და ამიტომ, მოითხოვენ, რომ სასადილოს მუშაობა ძველ მეთოდს დაუბრუნდეს და 1 თვის მარაგის სახლში წაღება შეძლონ. უფასო სასადილოს მენეჯერი ამბობს, რომ სასადილოს გარეთ რიგს ვერ გააკონტროლებენ, თუმცა სასადილოში შემომსვლელებს თერმოსკრინინგი უტარდებათ, ასევე დაცულია ჰიგიენის ნორმები. უფასო სასადილოთი 1700-ზე მეტი ბენეფიციარი სარგებლობს.