ირაკლი ბარამიძემ აჭარის მაუწყებელს უზენაეს სასამართლოში 2017 წელს დაწყებული დავა მოუგო 

04 ივნისი 2020, 18:16 3764 ნახვა

უზენაესმა სასამართლომ ბათილად ცნო საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილება, მიმდინარე მაუწყებლის სამსახურის უფროსის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. სასამართლოს ბოლო ინსტანციამ ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილება.

რომლის მიხედვითაც  ირაკლი ბარამიძე სამსახურში აღადგინეს და მაუწყებელს 2 წლის განმავლობაში განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა. ირაკლი ბარამიძე 2017 წელს ტელევიზიის მაშინდელმა დირექტორმა, ნათია კაპანაძემ მაუწყებლის მატერიალური ფასეულობების არამიზნობრივი გამოყენებისთვის  გაათავისუფლა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში