არავინ არსად არ მიდის - თეა წულუკიანი პრემიერის გადადგომაზე 

04 ივნისი 2020, 12:26 1619 ნახვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებული ინფორმაცია ყალბია და სიმართლეს არ შეესაბამება. თეა წულუკიანმა დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ არავინ არ სად არ მიდის და მოქმედი პრემიერ მინისტრი გუნდს ოქტომბერში საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანს. 

''ბოლო პერიოდში ჩვენ ვისმენდით აქტიურად ყალბ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თეა წულუკიანი მიდის საკონსტიტუციო სასამართლოში, ეს არის ''ფეიკ ნიუსი'' და ეს ჩვენ ვნახეთ. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მე მივდიოდი პარლამენტის თავმჯდომარედ, ესეც ფეიკ ნიუსია. გუშინ ვიხილეთ ოპოზიციის და სხვა მედია საშუალებით შექმნილი ახალი ყალბი ინფორმაცია, საქართველოს პრემიერ მინისტრის გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით - ესეც არის ყალბი. 

არავინ არსად არ მიდის. ბატონი გახარია არის საქართველოს პრემიერ მინისტრი, რომელიც ჩვენს გუნდს მიიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე, იმ არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს შედგება.

ჩვენ ყველანი ვრჩებით იქ, სადაც ამჟამად გვხედავთ. ეს იქნება ის გუნდი, რომელიც არა მარტო პანდემიას დაამარცხებს, გუნდი, რომელიც უვიზო რეჟიმის მოტანასთან ერთად მოიტანს საქართველოს ევროპაში კიდევ უფრო მეტ ინტეგრაციას, არამედ ვიქნებით ის გუნდი, რომელიც კიდევ ერთხელ დემოკრატიული პრინციპების დაცვით დაამარცხებს იმ სერიოზულ პრობლემას, რომელსაც ჰქვია ფეიკ ნიუსების შემქმნელი ოპოზიცია და მათი მედია საშუალებები'' - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია თანამდებობას დატოვებდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი