გაზგასამართ სადგურზე ექსპერტ-კრიმინალისტს, პირველადი ინფორმაციით, დენმა დაარტყა - შსს

03 ივნისი 2020, 15:52 2174 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამაშუკელის ქუჩაზე ექსპერტ-კრიმინალისტს, რომელიც გაზგასამართ სადგურზე დამატებით დათვალიერებას ახორციელებდა, პირველადი ინფორმაციით, დენმა დაარტყა. უწყების ცნობით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

''მომხდარის შედეგად, ექსპერტ-კრიმინალისტმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს'' წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ექიმების განმარტებით, მამაკაცი ამ დროისთვის მართვით სუნთვაზე იმყოფება.

“კლინიკაში შემოიყვანეს 39 წლის მამაკაცი ელექტროტრავმით. მამაკაცს აღენიშნებოდა გულის გაჩერება და პარკუჭთა ფიბრილაცია. შემოყვანიდან 10 წუთის განმავლობაში აღდგენილ იქნა გულის მუშაობა, ამჟამად მამაკაცი იმყოფება ფილტვების მექანიკურ ვენტილაციაზე სამკურნალო დაცვითი სედაციის ქვეშ. რამდენიმე დღე დაველოდებით და შემდეგ დავიწყებთ უკვე გამოღვიძებას. სტაბილურად მძიმეა, არის მართვით სუნთქვაზე”,- განაცხადა ნათია ნუცუბიძემ.

თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე გაზგასამართ სადგურზე რამდენიმე დღის წინ აფეთქება მოხდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი