რა გადაწყვეტილებას მიიღებს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბათუმში დაკავებულ თურქეთის 9 მოქალაქის მიმართ დღეს გაირკვევა. რამდენიმე საათია გრძელდება სხდომა , რომელიც მედიისთვის დახურულია.
საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს, დაკავებულების ადვოკატებს კი გაუთქმელობის დოკუმენტზე მოაწერინეს ხელი. ბათუმში 9 არალეგალი სპეცოპერაციის დროს აიყვანეს, ისინი ზღვისპირა ქალაქში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ.
არცერთ მათგანს საქართველოს საზღვრის კვეთა არ უფიქსირდება, შესაბამისად გამოძიება თავდაპირველად საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ბრალდებით დაიწყო. თუმცა არ არის გამორიცხული ბრალი დამძიმდეს და ისინი ტერორიზმის მუხლით გაასამართლონ.