ლავასოღლის ექსტრადიციის მოთხოვნით ხუთმა პირმა შიმშილობა დაიწყო

02 ივნისი 2020, 10:28 1917 ნახვა

ე.წ. კანონიერი ქურდის მინდია გორაძის იგივე "ლავასოღლის" თურქეთიდან ექსტრადიციის ან გათავისუფლების მოთხოვნით  ახლობლები  ბათუმის იუსტიციის სახლთან შიმშილობენ. პროტესტის უკიდურეს ფორმას ხუთი პირი მიმართავს. მათი მტკიცებით, მინდია გორაძის საქართველოში დაბრუნების საკითხს საქართველოს მთავრობა მიზანმიმართულად თავს არიდებს. მათივე განმარტებით, ლავასოღლი თურქულ საპატიმროში არაადამიანურ პირობებშია, მას ჯანმრთელობის მდგომარეობაც დაუმძიმდა. მას თურქეთში საექსტრადიციო პატიმრობის ექვსთვიანი ვადა 28 თებერვალს ამოეწურა. მინდია გორაძე თურქმა სამართალდამცავებმა ისევ დააკავეს, 4 ივნისს მისი სასამართლო არის ჩანიშნული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი