ოქროს ბირჟამ მუშაობა ვერ განაახლა

01 ივნისი 2020, 18:00 2918 ნახვა

მოქალაქეები ცხოვრების ჩვეულ რიტმს ეტაპობრივად უბრუნდებიან. დღეს  კიდევ ერთი შეზღუდვა მოიხსნა, თითქმის სამ თვიანი პაუზის შემდეგ, ისევ გაიხსნა მაღაზიები და ღია სივრცის მქონე კაფე-რესტორნები.  თუმცა ობიექტებს მთავრობის მიერ დამტკიცებული რეკომენდაციების დაცვა  უწევთ.

 ზუსტად ერთ კვირაში კი უკვე დახურულ სივრცეშიც შესაძლებელი იქნება გამასპინძლება. მიუხედავად შეზღუდვის მოხსნისა, დღეს ბათუმის ოქროს ბირჟამ მუშაობა ვერ განაახლა, ისინი ვერ იცავენ მთავრობის მიერ გაცემულ ყველა რეკომენდაციას.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში