შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის 10 თანამშრომელი მედლით - „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ დააჯილდოეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გიორგი გახარიამ I ხარისხის მედალი - „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, პოლიციის პოლკოვნიკ ლაშა გოგნიაშვილს გადასცა. II ხარისხის მედალი - „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის თანამშრომლებს გადაეცათ. შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით, კი სამინისტროს 5000-მდე თანამშრომელს გადაეცა სხვადასხვა სახის ჯილდო.