დაკეტილი ობიექტები ხვალიდან გაიხსნება

31 მაისი 2020, 15:00 1662 ნახვა

ხვალიდან მუშაობას ყველა ტიპის  მაღაზია და მოლი განაახლებს. ტანსაცმლის ბაზრობები გახსნისთვის ემზადება. ხვალ იხსნება რეგულაცია ღია სივრცის კაფე-რესტორნებისთვისაც. დახურული ტიპის კვების ობიექტები კი მუშაობას 8 ივნისიდან დაიწყებენ. 8 ივნისიდან განაახლებს მუშაობას სასტუმროები და შესაძლებელი იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება. ყველა დაწესებულებას ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო რეკომენდაციების გათვალისწინება მოუწევს.

ისეთი როგორიცაა  სოციალური დისტანციის დაცვა, სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება, პირბადის ტარება,  დამცავი ბარიერები და სივრცეების ბუნებრივი ვენტილაცია. ჯანდაცვის სამინისტრო მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციების მიხედვით აკრძალულია დახურულ სივრცეში კონდიცირების სისტემის გამოყენება. რეკომენდაციების დაცვას  ობიექტებსა და ტრანსპორტში ინსპექტირების სამსახური გააკონტროლებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი