''ევროაქტივი“ - ლუგარის ცენტრი დიდი ხანია დეზინფორმაციული შეტევების სამიზნეა

30 მაისი 2020, 15:03 1097 ნახვა

გამოცემა „ევროაქტივი“ ფეიკნიუსების მორიგ ტალღას უწოდებს ინფორმაციას, თითქოს თბილისში მდებარე ლუგარის ლაბორატორიიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალში ვირუსის გავრცელებას ცდილობენ. სტატიაში აღნიშნულია, რომ  საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი დიდი ხანია, დეზინფორმაციული შეტევების სამიზნეა.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, რუსეთი ირწმუნება, „რომ აშშ ლუგარში მწერებს სხვადასხვა ბიოლოგიური აგენტების და პათოგენების გადამტანად იყენებს“. „ევროაქტივი“ წერს, რომ რუსეთმა ლუგარის ცენტის დათვალიერება უცხო ქვეყნების წარმომადგენლებისა და ორგანიზაციების თანდასწრების გარეშე მოითხოვა, რაზეც საქართველოსგან უარი მიიღო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი