ახლად რეაბილიტირებული მეორე კორპუსი დაათვალიერა და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო განათლების მინისტრი თელავში.
გივი მიქანაძემ უნივერსიტეტის კვლევითი ლაბორატორიები, ღვინის მარანი და სპორტულ დარბაზი დაათვალიერა, რომლის სრული რეაბილიტაციისთვისაც სამინისტრომ 495 ათასი ლარი გამოყო.
სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ასევე იგეგმება მესამე სასწავლო კორპუსის ინფრასტრუქტურის განახლებაც.