კახეთის რეგიონში ორი ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა

10 სექტემბერი 2025, 10:45 127 ნახვა

კახეთში ორი ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანის საჯარო სკოლებში სასწავლო სივრცეების პარალელურად, მოწყობილია საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სააქტო დარბაზი, ღია და დახურული სპორტული ინფრასტრუქტურა, რეკრეაციული სივრცეები.

ამასთან, ფუნქციონირებს რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი, სასადილო და ბიბლიოთეკა.  

სკოლები უზრუნველყოფილია უსაფრთხოების სისტემებით და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის მოწყობილია ლიფტი, პანდუსები და ადაპტირებულია სველი წერტილები.

ინფრასტრუქტურული პროექტების ჯამური ღირებულება 11 მილიონ ლარზე მეტია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი