თბილისის სპორტის სასახლეში „სიცოცხლის ფესტივალი" გაიმართა

10 სექტემბერი 2025, 10:25 112 ნახვა

„სიცოცხლის ფესტივალს“ - თბილისმა უკვე მე-11-ედ უმასპინძლა. ღონისძიება ბავშვთა კიბოს წინააღმდეგ ბრძოლასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება და მსოფლიო „ოქროს სექტემბრის“ მოძრაობას უერთდება.

ფესტივალის ფარგლებში „მხიარული სტარტები“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ  სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები. შეჯიბრებაში მონაწილე გუნდები კომპანიების თანამშრომლებითა და მათი შვილებით იყო დაკომპლექტებული. 

აღნიშნული ღონისძიების მთავარი მიზანია ქველმოქმედების ხელშეწყობა, თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

ფესტივალი ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის ორგანიზებით და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი