მეორე დღეა შიმშილობს ორგანიზაცია „მე მიყვარს ბათუმის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ალექსანდრე მილორავამ ღამე აჭარის მაუწყებლის შენობასთან გაშლილ კარავში გაათენა. მოთხოვნები უცვლელია.
მილორავა ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს მიმართავს იმპიჩმენტის წესით გადააყენონ დირექტორი და აღადგინონ ყველა გათავისუფლებული ჟურნალისტი. რაც შეეხება კომუნიკაციას, მილორავას თქმით მრჩეველთა საბჭოს წევრები მის მოთხოვნებს და მდგომარეობას გაეცნენ ,თუმცა კონკრეტულ საკითხებზე მოლაპარაკება არ შემდგარა.