''ბორდერიზაცია“ დესტაბილიზაციის რისკს ზრდის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სირთულეებს ქმნის - დიეგო კოლასი

30 მაისი 2020, 10:24 1295 ნახვა

საფრანგეთის ელჩი ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომას გამოეხმაურა „ბორდერიზაცია“ დესტაბილიზაციის რისკს ზრდის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სირთულეებს ქმნის, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი აცხადებს, რითაც ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომას ეხმიანება, სადაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის უკანონო ქმედებებზე იმსჯელეს.

„ეუთო-ს მუდმივი საბჭოში გუშინ გამართული განხილვების გათვალისწინებით, საფრანგეთს სურს, დაადასტუროს თავისი პოზიცია საქართველოს ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ მიმდინარე „ბორდერიზაციის“ წინააღმდეგ, რაც დესტაბილიზაციის რისკსა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სირთულეებს ქმნის“, – წერს დიეგო კოლასი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში