ეკონომიკის კლებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს - ეკონომიკის მინისტრი. ნათია თურნავა აცხადებს, რომ პროცესი მოსალოდნელი იყო პანდემიის ფონზე, თუმცა ანტიკრიზისული გეგმით მალევე დაიძლევა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში ამბობენ, რომ ამ უარყოფითი რიცხვის ერთ-ერთი მიზეზი ვაჭრობასა და დამამუშავებელ მრეწველობასთან ერთად მშენებლობაა. ეკონომისტები ფიქრობენ, რომ მშენებლობის სუბსიდირება ამ ეტაპზე შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან პანდემია მსოფლიოში დასრულებული არ არის და შესაძლოა მეორე ტალღა კიდევ უფრო მასშტაბური იყოს.