ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დანიშვნასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადება წარუდგინა. საია-ს ხელმძღვანელის სულხან სალაძის განცხადებით დღეს არსებული კანონმდებლობა ბუნდოვანია. პლენუმის ნებისმიერ წევრს უნდა ჰქონდეს კანდიდატის დასახელების უფლება. ამ საკითხების ასე გადაწყვეტა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პროცესის ღიაობასა და გამჭვირვალობას.