თეთრი შური ხომ იცით რა არის? - ამირან გამყრელიძე ლუგარის ლაბორატორიაში რუსი ექსპერტების დაშვებაზე

27 მაისი 2020, 16:31 1674 ნახვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ლუგარის ლაბორატორიაში ექსპერტების დაშვებაზე საქართველოსგან პასუხს ელის. საკითხი აქტუალური გუშინ გახდა, როდესაც უწყებამ ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა. საკითხს დღეს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი გამოეხმაურა. 

ამირან გამყრელიძის თქმით, ეს არის ''თეთრი შური''. 

რატომ არ ვაგზავნით სინჯებს ისევ მოსკოვში, ამაზე ნერვიულობენ რუსეთში, ლუგარის ლაბორატორია ხდება პოლიტიკური მანიპულაციების საგანი, რადგან აშშ არის ჩვენი პირველი პარტნიორი ყველა მიმართულებით. 

​თეთრი შური რა არის ხომ იცით?, აი გახლავთ ის რომ, სანამ ამ ლუგარის ცენტრში ჩვენ შესაძლებლობები გვექნებოდა ზოგიერთ ინფექციებზე კვლევის, რომელსაც ადრე დასადასტურებლად ვაგზავნიდით რუსეთში. იყო ეს პერიოდი, მაგალითად მოსკოვში ან სანქტ-პეტერბურგი უნდა გაგვეგზავნა პოლიომიელიტის, წითელას, გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების ანალიზი. დღეს ეს არ არის საჭირო, ყველაფერი ადგილზე კეთდება და კიდევ უფრო მეტიც.

ეს ყველაფერი კეთდება იმიტომ, რომ რატომ საქართველოს ორიენტაცია არის ევროპული, ჩრდილოატლანტიკური ბლოკის და არ არის ჩრთილოეთის'' - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

რუსეთის საგარეო უწყება ამტკიცებს, რომ საქართველოს ცენტრში ვიზიტის თაობაზე ჯერ კიდევ 2019 წლის ივნისში მიმართეს, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღიათ. რუსეთი ლაბორატორიის ყველა განყოფილებაში ითხოვს დაშვებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში კი წერია: მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან არანაირი ორმხრივი იურიდიული ვალდებულება ამ საკითხზე არ გააჩნია, საქართველო, გამოთქვამს მზადყოფნას, უმასპინძლოს მორიგ ვარჯიშს/ვიზიტს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის ფარგლებში, მათ შორის, რუსი ექსპერტების მონაწილეობით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი