ბათუმის მერიასთან თურქეთში დასაქმებულმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს. ისინი თვითდასაქმებულთა პროგრამით გათვალისწინებული დახმარებით სარგებლობას ითხოვენ. ამბობენ, რომ მათ არც საბანკო ვალდებულებების გადავადების შეღავათი შეეხო. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, თურქეთში მაღაზიებში სამუშაოდ ყოველდღიურად საქართველოს ასეულობით მოქალაქე გადადიოდა. ქვეყნებს შორის მიმოსვლის აკრძალვის შემდეგ კი უკვე მესამე თვეა მათი ოჯახები შემოსავლების გარეშე დარჩა. ,,მთავარი“ აჭარის მთავრობას დაუკავშირდა, სადაც აქციის მონაწილეებს ცენტრალურ ხელისუფლებასთან შუამდგომლობას ჰპირდებიან.