უკრაინაში საქართველოს ელჩი თბილისში კონსულტაციებს გადის

25 მაისი 2020, 20:28 1208 ნახვა

უკრაინიდან საქართველოს ელჩის გამოწვევას, კიევისთვის თბილისის მიერ გაგზავნილ სიგნალად აფასებენ, რომ საქართველოს არ მოსწონს ის, რაც ხდება. საგარეო საქმეთა სამინისტროში კი არ აკონკრეტებენ, როდემდე დარჩება თეიმურაზ შარაშენიძე  საქართველოში.

ერთადერთი კი, რასაც უწყებაში აღნიშნავენ არის ის, რომ ელჩის გამოწვევა არ გულისხმობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაწყვეტას. თუმცა ამ ფონზე, ბუნდოვანია, როდის ან საერთოდ დაბრუნდება თუ არა ქართველი დიპლომატი უკრაინაში. თავად ელჩის განცხადებით, პარტნიორ ქვეყანას , საპროტესტო ნოტა გადასცეს და ამით  უპასუხებს სააკაშვილი დანიშვნას. ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გაფუჭებას არ ელოდებიან ხელისუფლების წევრები.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში