ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი 25-29 მაისს გადასახადის გადამხდელებს ექვს ლოკაციაზე მოემსახურება.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მოძრავი სერვისცენტრი გადასახადის გადამხდელებს იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც მათი სერვისცენტრები არ არის განთავსებული.