თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებების წარმომადგენლებმა სოფელ რაჭისუბნის შესასვლელთან ბლოკ-საგუშაგოების დემონტაჟი უკვე განახორციელეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტი 23 მარტს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ჩაიკეტა.
ამ პერიოდის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, არაერთი ღონისძიება გატარდა. აღსანიშნავია, რომ მკაცრი საკარანტინო მდგომარეობა ნარჩუნდება სოფელ მუშევანსა და გეტაში, სადაც მუშაობას ეპიდემიოლოგები კვლავ აქტიურად გააგრძელებენ.