იმუნიზაციის საბჭომ 65 წელს გადაცილებული მოქალაქეების პნევმოკოკზე ვაქცინაციის შესახებ იმსჯელა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, იმის გამო, რომ ხანდაზმულებში ხშირად განვითარებულია პნევმონიები, რაც ლეტალობის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა, აუცილებელია მათი დროული ვაქცინაცია.