მიეცემა თუ არა მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლება, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. პარლამენტში კანონპროექტის განხილვა პირველი მოსმენით მიმდინარეობს. კოვიდ-19-ის გამო შექმნილ ვითარებაში, ხელისუფლება ცვლილებების საჭიროებას ხედავს. ოპოზიცია კი შიშობს, რომ დამატებით ძალაუფლებას ხელისუფლება საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებს.