კომპანიებს მოვუწოდებთ დასაქმებულთა შესახებ მონაცემები დროულად წარადგინონ - შემოსავლების სამსახური

20 მაისი 2020, 10:25 2391 ნახვა

შემოსავლების სამსახური დამსაქმებელ კომპანიებს მოუწოდებს, დაქირავებით დასაქმებულთა შესახებ მონაცემები დროულად წარადგინონ.

დაქირავებით დასაქმებულებმა კუთვნილი კომპენსაციები, რომ მიიღონ  კომპანიებმა უნდა მიაწოდონ იმ  პირთა სია, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის პირველი სამი თვიდან ერთ თვის განმავლობაში მაინც, იღებდნენ ხელფასს და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუწყდათ ან შეუჩერდათ შრომითი ურთიერთობა. ამჟამად უწყებაში ინფორმაცია 78 000 დასაქმებულის შესახებაა წარდგენილი.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დამსაქმებელი კომპანიების მიერ კომპენსაციის გაცემისთვის საჭირო ელექტრონული განაცხადის ფორმა და შევსების წესი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

https://eservices.rs.ge/ServiceRequestNew.aspx?p=751

https://www.rs.ge/common/get_doc.aspx?id=10898

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს: 2 299 299 ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე info@rs.ge

კომპენსაციების მიმღები თვითდასაქმებული პირები უნდა ეწვიონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდს, სადაც სარეგისტრაციო პორტალის  http://compensation.moh.gov.ge/ მეშვეობით 1 ივლისამდე გაივლიან რეგისტრაციას. ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის ნომერია 1505.

პორტალზე რეგისტარციის ვალდებულება გააჩნიათ მხოლოდ თვითდასაქმებულებს. დაქირავებით დასაქმებულებს, აღნიშნული რეგისტრაციის გავლის ვალდებულება არ აქვთ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი