უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებამდე ბიძინა ივანიშვილი, გიორგი გახარია და არჩილ თალაკვაძე წინასწარ გავაფრთხილე - სალომე ზურაბიშვილი

19 მაისი 2020, 18:56 1789 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსების შეწყალების გადაწყვეტილების მიღების შესახებ, ბიძინა ივანიშვილი, გიორგი გახარია და არჩილ თალაკვაძე წინასწარ გააფრთხილა. სალომე ზურაბიშვილმა ამის შესახებ რუსთავი-2 ის ეთერში, ღამის კურიერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

„სრულიად დამოუკიდებლად მივიღე ეს გადაწყვეტილება. ძალიან დიდხანს ვფიქრობდი ამ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ როცა უკვე ჩემში დავრწმუნდი, რომ ეს გადაწყვეტილება საჭირო იყო, გადაწყვეტილების გაჟღერებამდე შევატყობინე იმ შტოებს, ქვეყნის ინსტიტუტებს, იმიტომ, რომ არ შეიძლება ასეთი გადაწყვეტილება იყოს სრულიად მოულოდნელი. კონკრეტულად, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერს და "ოცნების" თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი 15 მაისს შეიწყალა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი