ოპოზიციის კონსულტაციები და ერთობლივი განცხადება

18 მაისი 2020, 20:04 1235 ნახვა

ოპოზიციის შეხვედრა, ლეიბორისტული პარტიის ოფისში ერთობლივი განცხადებით დასრულდა. კვლავ დღის წესრიგშია გიორგი რურუას გათავისუფლება, რომლის გარეშეც ოპოზიცია მის მიერვე მოთხოვნილ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.მათ მიერვე გავრცელებული განცხადებით იმედოვნებენ,რომ გიორგი რურუა საპატიმროს მალე დატოვებს, შემდეგ  კი პარლამენტი შეთანხმებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს. მოთხოვნაზე პასუხი აქვთ,მმართველ გუნდში, სადაც ამბობენ, ოპონენტებს შეთანხმების ჩაშლა სურთ, თავად კი 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ერთგულნი არიან.

 ხელისუფლების ოპონეტები საარჩევნოდ,  კოორდინირებულ მოქმედებას აპირებენ მაჟრიტარულ ნაწილში. ყველა ოლქში ოპოზიცია სავარაუდოდ საერთო კანდიდატს წარადგენს ან ერთმანეთს კონკურენტს არ დაუყენებენ. მაჟორიტარ კანდიდატებად სავარაუდოდ, ირაკლი ოქრუაშვილს, გიგი უგულავას, გიორგი ვაშაძეს, შალვა ნათელაშვილს ვიხილავთ, თუმცა ჯერ დეტალები უცნობია.  ვინ იქნება კოორდინაციის ავანგარდში მალე გაირკვევა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი