ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ რურუას პატიმრობაში დატოვება ოპოზიციის მხრიდან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, სასამართლო გადაწყვეტილებების მიღებაში დამოუკიდებელია.
მისივე თქმით, პროცესი გრძელდება და საბოლოო ჯამში რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო, შემდგომ პერიოდში გამოჩნდება. საარჩევნო სისტემის საკითხზე პოლიტიკური კონსენსუსი ბოლომდე უნდა იქნეს მიყვანილი. შეთანხმების დეტალები უნდა იყოს კონსტიტუციაში ასახული.