როგორ შეცვალა ფეხბურთი კორონავირუსმა

18 მაისი 2020, 11:41 1886 ნახვა

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ტოპ ევროპული ჩემპიონატებიდან პირველი გასულ უქმეებზე გერმანიის ‘’ბუნდესლიგა’’ დაგვიბრუნდა. 65 დღიანი შეჩერების შემდეგ პირველ მატჩებს ფეხბურთს გულშემატკივრები დიდი მოლოდინი ელოდნენ, ორი თვის შემდეგ დაბრუნებული ფეხბურთი კი კორონავირუსის პანდემიისას ბევრი ცვლილებით გამოჩნდა.

მატჩის დაწყებამდე ფეხბურთელების და სამწვრთნელო შტაბის წევრების პირბადეებით ნახვა პირველი განმასხვავებელი ეფექტი იყო.

მატჩის წინ  ეპიდემოილოგი ყველა ფეხბურთელს და სტადიონზე მყოფ პირს სწრაფ ტესტ უღებს, რომ მოედანზე შესული ადამიანების უსაფრთოხება მაქსიმალურად დაცული იყოს.

კორონავირუსის პანდემიამ გულშემატკივრებსაც შექუმნა პორბლემები. თუ ადრე ‘’სინგალ იდუნა პარკზე’’ ათიათასობით ‘’დროტმუნის’’ გულშემატკივარი ამხნევებდა გუნდს, ამჯერად მუყაოსგან გამოჭრილი გულშემატკივრები მდუმარედ გასცქერიან სტადიონს.

ზოგიერთ თამაშზე კი ტრიბუნებზე  კლუბების ლოგოების გამოსახულებით დიდი ბანერები  გადაიჭიმა.

პატარა ბურთის მომწოდებელი ბიჭები,რომლებიც მრავლად არიან მსოფლიოში ყველა საფეხბურთო მატჩზე ამჯერად შემცირებული რაოდენობით და სპეციალური აღჭურვილობით გამოჩმდენ სტადიონზე და  ანტისეპტიური ხსნარით წმინდავდნენ ბურთებს.

ახლა კი გადავინაცვლოთ სათადარიგოთა სკამზე, რომელსაც ასევე ბევრი ცლილება შეეხო. მატჩები მიმდინარეობისას გუნდების მთავრი მწვრთნელები და მისი ასისტენტები ყოველთვის ახლოს არიან და სამოქმედო გეგმას განიხილავენ, ამჯერად კი დისტანციურად მდგარ სამწვრთელი შტაბის წევრებს ვნახავთ. ასევე 2 მეტრიანი დისტანციით არიან სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელები.

გოლის გატანის დროს თუ  ადრე სხვადასხვა სახის აღნიშვნები გვახსოვ , ამჯერად  დისტანციური აღნიშვნის მომსწრენიც გავხდით.

შეხვედრის დასრულების შემდეგ 3 მეტრიანი დისტანციით მდგარი ჟურნალისტიც ვნახეთ რომელიც ინტერვიუს იღებდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში