სილამაზის სალონები გაიხსნა და ასევე სამი ადამიანის შეკრებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა

18 მაისი 2020, 10:21 2259 ნახვა

დღეიდან საქართველოში შეზღუდვების მოხსნის მორიგი ეტაპი დაიწყო. 18 მაისიდან სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები გაიხსნა. მათ მუშაობა სპეციალური რეკომენდაციების გათვალისწინებით მოუწევთ.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ ძირითად რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ რიგებისა და ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, დაწესებულებებმა მომხმარებელთა მიღება წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით იმგვარად უნდა უზრუნველყონ, რომ მომხმარებელს ობიექტის  შიდა სივრცეში მომხმარებელთა მოცდა არ მოუხდეს. აუცილებელია ნიღბების, ხელთათმანების გამოყენება და თერმოსკრინინგი.

ასევე დღეიდან 3 ადამიანის შეკრებაზე შეზღუდვა მოიხსნა, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, თუმცა, ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ.

კვლავ ნარჩუნდება შეზღუდვა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების თაობაზე.

 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი