ორი 17 მაისი- მსვლელობა და ონლაინ კონფერენცია

17 მაისი 2020, 14:57 1444 ნახვა

7 წელია ქვეყანას ორი 17 მაისი აქვს. ლგბტ საზოგადოება  ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები  ონლაინ დემონსტრაციის გამართვას სოციალური ქსელის მეშვეობით აპირებენ, რადგან  საგანგებო მდგომარეობის გამო  ღირსების მარშს ვერ ჩაატარებენ. ლგბტ საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა  დღეს თბილისის ანძის  ლგბტ დროშის ფერებში განათება იყო, თუმცა დედაქალაქის მერიამ უარი უთხრა და ანძის განათების პრინციპი განმარტა.

ცნობილია, რომ დღეს ანძა  თურქმენეთის დროშის ფერებში,   ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით განათდება. ქართული ეკლესია კი აწყურის ღვთისმშობლის ხატის თბილისში შემობრძანების, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღეს აღნიშნავს. სასულიერო პირები  ხატებითა და ნაკურთხი წყლის სხურებით თბილისის ქუჩებს აკურთხებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი