პრეზიდენტის შეწყალებას არაერთი გამოხმაურება მოყვა პოლიტიკოსების მხრიდან. ოპოზიციური პარტიის წევრები ახლა გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვენ წინააღმდეგ შემთხვევაში ამბობენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ თუ რომელიმე პარტია ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, ამით მათი რეპუტაცია შეილახება ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მოუწოდებს ოპოზიციას, დაიცვან შეთანხმების პირველი ნაწილი და შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები.