აშშ-ის სენატორებისა და კონგრესმენების წერილს, რომელიც სახელმწიფო და ხაზინის მდივანს გაუგზავნეს, უკვე მოყვა გამოხმაურებები. კონგრესმენები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში აშშ-ის კომპანიების და ბიზნესის შევიწროების გამო, ამბობენ, რომ საქართველოში მმართველობა გაუარესებულია და ივანიშვილს უკანონო კავშირები აქვს რუსეთთან და ირანთან -ასეთია წერილის შინაარსი.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული წერილი, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ოდესმე დაწერილა. ხელისუფლების ოპონენტები წერილს საგანგაშოს უწოდებენ და ამბობენ, რომ ქართულმა ოცნებამ უკვე დაკარგა ამერიკის ნდობა, რომელსაც ვეღარ აღადგენეს.