სტამბოლის საფეხბურთო კლუბ ,,ბეშიქთაშში'' 8 ადამიანი დაინფიცირდა

15 მაისი 2020, 13:19 1970 ნახვა

თურქეთის საფეხბურთო სუპერილგის რამდენიმე კლუბმა გუშინ მასობრივი ტესტირება ჩაატარა. თურქული მედიის ინფორმაციით კორონავირუსი სტამბოლის ‘’ბეშიქთაშში’’ 8 ადამიანს დაუდასტურდა. ერთ-ერთი კლუბის პრეზიდენტი აჰმეტ ნურ ჩებია. სხვა დაინფიცირებულების ვინაობა კი უცნობია. საფეხბურთო კლუბმა "კასიმფაშაში" კი ვირუსი ორ მოთამაშეს დაუდასტურდა. მეორე ლიგის ბინადარ ‘’ერზერუმსპორში’’ სულ 11 დაინფიცირებულია ,აქედან 4 ფეხბურთელია დანარენი კი კლუბის თანამშრომლები. თურქეთის სუპერილგის განახლებას 12 ივნისს აპირებენ, ხოლო მეორე ლიგა 19 ივნისს უნდა დაიწყოს , თუმცა ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი თვით ადრე გამოვლენილმა რამდენიმე შემთხვევამ შესაძლოა განახლებას საფრთხე შეუქმნას.

15 მაისის მდგომარეობით თურქეთში კორონავირუსის 147 749 შემთხვევაა დაფიქსირებული აქედან 4007 ფატალურად დასრულდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში