აჭარაში საკარანტინე სივრცეები 325-მა ადამიანმა დატოვა. ისინი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწყობილ საკარანტინე სივრცეებში 14-დღიან სამედიცინო მეთვალყურეობას გადიოდნენ. აჭარის სასტუმროებში განთავსებულ საკარანტინე სივრცეებში 1300-მდე ადამიანი რჩება.