18 მაისიდან სალონები და ესთეტიკური ცენტრები იხსნება

14 მაისი 2020, 20:47 896 ნახვა

საქართველო შეზღუდვების მოხსნის მორიგ ეტაპზეა. ორშაბათიდან, სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები გაიხსნება, თუმცა იმუშავებენ მხოლოდ ელექტრონული რიგისა და სოციალური დისტანციის დაცვით. ობიექტების შესასვლელში აუცილებლად უნდა იყოს დეზობარიერიც. ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწნებით, ორშაბათიდანვე 3 ადამიანის შეკრებისას დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი პირის შეკრების შესახებ.

კვლავ ძალაშია შეზღუდვა სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილებაზეც. ღია კაფე-ბარების გახსნა 1 ივნისიდან იგეგმება, თუმცა არ არის გამორიცხული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით თარიღი შეიცვალოს. დაახლოებით სამი თვის განმავლობაში დაკეტილ ობიექტებს ახალი რეგულაციებით მოუწევთ მუშაობა. განსხვავებული იქნება წესები ვიზიტორებისთვისაც.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში