ორშაბათიდან 18 მაისიდან სილამაზის სალონები და ესთეტიური ცენტრები გაიხსნება, ამის შესახებ გიორგი გახარიამ რამდენიმე წუთის წინ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სილამაზის სალონებში იქნება ელექტრონული რიგი, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და ნაკლები ადამიანი.
"„სილამაზის სალონები, რომელიც არის ძალიან დიდი სეგმენტი მცირე ბიზნესის, ინდმეწარმეებისა და მიკრომეწარმეების, ასაქმებს ბევრ ადამიანს და საკმაოდ დიდი მოთხოვნაც არსებობს ამ სერვისებზე, იყო ძალიან პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი ჩვენთვის. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება გვაძლევს საშუალებას მკაცრი სტანდარტების დაცვით 18 მაისიდან მოხდეს სილამაზის სალონების აღდგენა"-განაცხადა ნათია თურნავამ.