ეპიდსიტუაციას აქვს დამშვიდების ტენდენცია - ამირან გამყრელიძე

13 მაისი 2020, 17:19 1684 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ალბათობა იმისა, რომ შემოდგომაზე კორონავირუსის აფეთქების მეორე ტალღა მოხდეს არსებობს. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანა ამისთვის ზაფხულის პერიოდში უნდა მოემზადოს. მისივე თქმით, სპეციალისტები პროგნოზირებენ, რომ ზაფხული კორონავირუსის გავრცელების მხრივ მშვიდი იქნება.

"ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეპიდსიტუაციას აქვს დამშვიდების ტენდენცია, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამაოს. ამან არ უნდა შეგვიქმნას ილუზია, რომ „კოვიდ-19“ დავამარცხეთ ქვეყანაში, რადგან თუ ეს ილუზია შეიქმნება და ადამიანები არ დაიცავენ რეკომენდაციებს, რომელსაც ჯანდაცვის ორგანიზაცია იძლევა, ეს არის სოციალური დისტანცია, ჰიგიენა და სხვა მრავალი, მაშინ შესაძლებელია ინფექცია ისევ დაბრუნდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ზაფხულში უნდა იყოს უფრო მეტად მშვიდი პერიოდი, მაგრამ ეს არ არის დამშვიდების საფუძველი. ზაფხულში სერიოზულად უნდა მოვემზადოთ, როცა უკვე რესპირაციული ინფექციები, გრიპი, სხვა ინფექციები იქნება, არ იყოს ზედდება. პროგნოზირებენ, რომ ამის ალბათობა არსებობს „კოვიდის“ შემდგომი ტალღის და გრიპის ერთად, ამიტომ უნდა იყოს სრულად მზადყოფნა ყველა სექტორის, თუ იქნება ტალღა, ამას შესაბამისად ადეკვატურად უპასუხოს ხელისუფლებამ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის მოხსნის ან გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ხელისუფლება, შესაბამისი რეკომენდაციების საფუძველზე.  მისივე თქმით, მოხდება ამ საკითხის განხილვა დეტალურად და საკოორდინაციო საბჭოსგან მიღებული იქნება გადაწყვეტილება, მისი გაუქმების ან გაგრძელების შესახებ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი