„ქართული ოცნება” მიჩვეულია მოტყუებას, „გადაგდებას” და ის აბსოლუტურად ყველაფერში „გადაგვაგდებს“,- განაცხადა „ახალი საქართველოს” ლიდერმა ოპოზიციის წევრების კონსულტაციების დაწყებამდე. ოპოზიცია ორთვიანი პაუზის შემდეგ ლეიბორისტული პარტიის ოფისში დღეს ისევ შეიკრიბა. ისინი ხელისუფლებისგან 8 მარტს მიღწეული შეთანხმების სრულად შესრულებას ითხოვენ. შეხვედრა უკვე ერთი საათია მიმდინარეობს და რა განცხადებები გაკეთდა ნათია კოპალიანი ისაუბრებს პირდაპირ ეთერში.