პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დავუჭერთ - ოპოზიციური პარტიები

13 მაისი 2020, 11:14 1201 ნახვა

ოპოზიციურ პარტიებს შორის დღეიდან კონსულტაციები განახლდება.  შეხვედრა "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში გაიმართება. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ საკუთარი პოზიციის შეცვლას არ აპირებენ და მმართველი გუნდი ვალდებულია 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ორივე ნაწილი შეასრულოს. პოლიტპატიმრების გათავისუფლების  გარეშე შეუძლებელი იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა-აცხადებენ ოპოზიციაში. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რომელმაც ქვეყანაში საარჩევნო სისტემა უნდა შეცვალოს, 113 დეპუტატის ხმა სჭირდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი