აჭარაში კორონავირუსისგან კიდევ 7 პაციენტი განიკურნა

13 მაისი 2020, 10:51 1647 ნახვა

აჭარაში კორონავირუსისგან კიდევ  შვიდი პაციენტი განიკურნა, სამედიცინო დაწესებულებაში  4 პირი რჩება. მათგან   ერთი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.  საქართველოში კარანტინში მყოფ პირთა რაოდენობა 396-ით შემცირდა და ამ დროისთვის საკარანტინო რეჟიმში 4373 ადამიანი რჩება. შემცირებულია სტაციონრული მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ადამიანების რიცხვიც, მედიკოსების დაკვირვების ქვეშ სულ 386 ადამიანი იმყოფება. საქართველოში კორონავირუსის ინფექციის პირველი შემთხვევა 28 თებერვალს გამოვლინდა, ქვეყანაში შიდაგავრცელება მარტის შუა რიცხვებიდან დაფიქსირდა, ამ ეტაპზე ქვეყანაში პანდემიის პიკური ფაზაა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში