სამ თვეში ავარიების შედეგად 134 პირი დაიღუპა, დაშავდა 1610

12 მაისი 2020, 11:40 3410 ნახვა

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში სულ 1236 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 134, ხოლო დაშავდა 1610 პირი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით წელს დაღუპულთა რიცხვი 15,5%-ით გაიზარდა, ხოლო საგზაო შემთხვევების რაოდენობა 5%-ით, დაშავებულთა რიცხვი კი შემცირდა 9,5%-ით. 

წელს შემთხვევების რაოდენობის მიხედვით თბილისის შემდეგ იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი მოდის, სადაც 134 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

რაც შეეხება აჭარას, აქ სამ თვეში 105 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, მათგან 8 შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა, დაშავდა 144 პირი.

ავტოსაგზაო შემთხვევების უმეტესობა სავარაუდოდ, შემხვედრ ზოლში გადასვლის და გასწრების დროს მოხდა. ამ მიზეზით სულ 82 შემთხვევა დაფიქსირდა. 57 შემთხვევაში მიზეზი  სიჩქარის დადგენილი ნორმის გადაჭარბება იყო. 48 შემთხვევაში კი  ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის ტარება.

587 შემთხვევაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მონაწილეობით, 252 შემთხვევაში კი ადგილი ჰქონდა ქვეითად მოსიარულესთან შეჯახებას.

2020 წლის პირველ კვარტალში 0-16 წლამდე 8 მოზარდი დაიღუპა, ხოლო 142 დაშავდა. გარდაცვლილია 33 ქვეითად მოსიარულე და დაშავებულია – 349 ქვეითი.

 

ფოტო:არქივი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი