კარანტინი  მარსიდან დედამიწაზე დაბრუნებულმა ასტრონავტებმაც უნდა გაიარონ

10 მაისი 2020, 15:04 2047 ნახვა

ექსპერტების აზრით, სავალდებულო კარანტინი მომავალში მარსიდან დედამიწაზე დაბრუნებულმა ასტრონავტებმაც უნდა გაიარონ, - ამის შესახებ ინფორმაციას DALYMAIL  ავრცელებს. განცხადება სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა, სკოტ ჰაბარდმა გააკეთა. მისი თქმით, დიდი რისკია იმისა, რომ ასტრონავტებმა წითელი პლანეტიდან ახალი ტიპის ვირუსები ჩამოიტანონ.„საჭიროა სპეციალური პროტოკოლის შემუშავება, რომელიც თავიდან აგვარიდებს კოსმოსური აპარატის, ან ასტრონავტებისგან, დედამიწაზე ახალი ვირუსების მოხვედრას.

ყველა სისტემა მარსიდან დაბრუნების შემდეგ ქიმიურად უნდა დამუშავდეს და სტერილიზაცია  გაიაროს. განსაკუთრებულად უნდა დამუშავდეს ის აპარატები, რომლითაც წითელი პლანეტის ზედაპირიდან ნიადაგის სინჯებს იღებდნენ.  მათი დამუშავება ისე უნდა მოხდეს, თითქოს ისინი ებოლას ვირუსის მატარებლები არიან,“- აღნიშნა მეცნიერმა.ცნობილია, რომ NASA მარსზე ადამიანების გაშვებას 2035 წლიდან გეგმავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი