რუსეთში კორონავირუსით დაავადებულთა მდგომარეობა იზრდება. ამასთან, ხანძარი გაჩნდა კლინიკაში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანები მკურნალობდნენ. შენობიდან 200-ზე მეტი პაციენტის ევაკუაცია განხორციელდა. მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის განცხადებით , ერთადერთი იარაღი, რომელიც ახლა ექიმებს და საზოგადოებას აქვს, თვითიზოლაცია.
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 200 000-ს გადააჭარბა. ქვეყნის 83 რეგიონში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის კიდევ 11 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, გასულ 24 საათში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 88 ადამიანი დაიღუპა და მთლიანობაში გარდაცვლილთა რიცხვი 1 915-მდე გაიზარდა.
ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსისგან 34 000-ზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ბოლო მონაცემებით, აშშ-ის, ესპანეთის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ, ინფიცირებულთა რიცხვით რუსეთი მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.